„სიენენი“ – საარჩევნო უბნები აშშ-ის 50-ვე შტატში გახსნილია, თუმცა ზოგან ხმის მიცემის პროცესთან დაკავშირებული პრობლემები გამოვლინდა
საარჩევნო უბნები აშშ-ის 50-ვე შტატში უკვე გახსნილია, თუმცა ზოგიერთ შტატში ხმის მიცემის პროცესთან დაკავშირებული პრობლემები გამოვლინდა.
„სიენენის“ ცნობით, ქვეყნის რამდენიმე რეგიონში ხმის მიცემის პროცესის დროს მცირე შეფერხებები დაფიქსირდა. ნიუ იორკის შტატის ერთ-ერთ მნიშვნელოვან მერყევ საარჩევნო ოლქში, რომელიც ვესტჩესტერის ოლქსაც მოიცავს, ხმის მიცემის აპარატები ბიულეტენებს ვერ კითხულობდა. ფლორიდაში კი წყალდიდობის გამო 23 საარჩევნო უბნის სხვა ადგილას გადატანა გახდა საჭირო.
აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის ინფორმაციით, 50-ვე შტატის მასშტაბით 126 საარჩევნო ოლქში დაახლოებით 1 000 დამკვირვებელი გაგზავნეს.
ცნობისთვის, აშშ-ის შუალედურ არჩევნებში ამერიკელები ირჩევენ კონგრესს და შტატების ნაწილში – ადგილობრივ ხელისუფლებას. ეს არის პირველი მასშტაბური ეროვნული არჩევნები დონალდ ტრამპის პრეზიდენტობის მეორე ვადის დაწყების შემდეგ. შუალედური არჩევნების შედეგად დაკომპლექტდება წარმომადგენელთა პალატის 435 ადგილი, სენატის 100 ადგილიდან – 35, ხოლო 36 შტატში გუბერნატორებს აირჩევენ.
აშშ-ს არჩევნებში ერთიანი ცენტრალური სისტემა არ აქვს. თითოეული შტატი თვითონ წყვეტს კენჭისყრისა და ხმების დათვლის წესებს. მოქალაქეებს ხმის მიცემა საარჩევნო უბანზე, წინასწარი კენჭისყრით ან ფოსტით შეუძლიათ. ფოსტით გაგზავნილი ბიულეტენების დათვლა და გადამოწმება დიდ დროს მოითხოვს.
საარჩევნო უბნები საქართველოს დროით 4 ნოემბრის დაახლოებით 04:00 საათზე დაიხურება.