კრემლში იმედოვნებენ, რომ რუსეთის, ჩინეთისა და აშშ-ის ლიდერების სამმხრივი შეხვედრის მოსამზადებელი სამუშაოები უახლოეს დღეებში დასრულდება

23:29, 03.11.2026

კრემლში იმედოვნებენ, რომ რუსეთის, ჩინეთისა და აშშ-ის ლიდერების სამმხრივი შეხვედრის მოსამზადებელი სამუშაოები, რომელიც ნოემბრის მეორე ნახევარში უნდა გაიმართოს, უახლოეს დღეებში დასრულდება. ამის შესახებ განცხადება კრემლის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა გააკეთა.

„პოტენციური შეხვედრის მონაწილეებს შორის არსებობს საერთო გაგება, რომ ასეთი შეხვედრა მიზანშეწონილი და მეტად სასარგებლო იქნება. მიმდინარეობს მუშაობა შეხვედრის ორგანიზების საკითხის შესათანხმებლად. იმედი გვაქვს, ეს პროცესი უახლოეს დღეებში დასრულდება. რა თქმა უნდა, ამ პროცესში წამყვან როლს ჩვენი ჩინელი მეგობრები ასრულებენ, რადგან შეხვედრას სწორედ ისინი მასპინძლობენ“, – განაცხადა პესკოვმა.

მანამდე კრემლში განაცხადეს, რომ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს, აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და ჩინეთის ლიდერ სი ძინპინს შესაძლოა, ამ თვეში, ჩინეთში დაგეგმილი აზია-წყნარი ოკეანის ეკონომიკური თანამშრომლობის (APEC) სამიტის ფარგლებში, სამმხრივი შეხვედრა გამართონ.

მსგავსი