აშშ-ში კორონავირუსის 69 230 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 2 542 პაციენტი
აშშ-ში კორონავირუსის 69 230 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 2 542 პაციენტი

აშშ-ში გასული 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 69 230 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ვირუსით 2 542 პაციენტი გარდაიცვალა.

შესაბამის ინფორმაციას „სიენენი“ ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებზე დაყრდნობით ავრცელებს.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე, აშშ-ში ვირუსი სულ 27 896 042 ადამიანს გამოუვლინდა, მათ შორის, ვირუსმა 493 082 ინფიცირებულის სიცოცხლე იმსხვერპლა.

აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის მონაცემებით, ქვეყნის მასშტაბით კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის 73 377 450 დოზაა გადანაწილებული, 57 737 767 დოზა კი ადმინისტრირებული.