აშშ-ში კორონავირუსის 59 598 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 1 602 ადამიანი კი გარდაიცვალა
აშშ-ში კორონავირუსის 59 598 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 1 602 ადამიანი კი გარდაიცვალა

ამერიკის შეერთებულ შტატებში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 59 598 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 1 602 ადამიანი კი გარდაიცვალა.

შესაბამის ინფორმაციას „სიენენი“ ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებზე დაყრდნობით ავრცელებს.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე აშშ-ში ვირუსით 27 753 824 ადამიანი დაინფიცირდა, 487 927 პაციენტი კი გარდაიცვალა.

აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის მონაცემებით, ქვეყნის მასშტაბით კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის სულ მცირე 71 657 975 დოზაა გადანაწილებული, 55 220 364 დოზა კი ადმინისტრირებული.