აშშ-ში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 52 685 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 985 პაციენტი კი გარდაიცვალა
აშშ-ში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 52 685 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 985 პაციენტი კი გარდაიცვალა

ამერიკის შეერთებულ შტატებში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 52 685 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 985 პაციენტი კი გარდაიცვალა.

შესაბამის ინფორმაციას „სიენენი“ ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებზე დაყრდნობით ავრცელებს.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე, აშშ-ში ვირუსით 27 692 967 ადამიანი დაინფიცირდა, პანდემიამ 486 321 პაციენტის სიცოცხლე იმსხვერპლა. აშშ-ს დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის მონაცემებით, ქვეყნის მასშტაბით კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის სულ მცირე 70 057 800 დოზაა განაწილებული, მათ შორის ვაქცინის სულ მცირე 52 884 356 დოზა ადმინისტრირდა.