აშშ-ში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 52 400-ზე მეტი ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 802 პაციენტი კი გარდაიცვალა
ამერიკის შეერთებულ შტატებში ბოლო 24 საათის განმავლობაში „კოვიდ-19“-ის 52 400-ზე მეტი ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 802 პაციენტი კი გარდაიცვალა.
მონაცემებს ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტი ავრცელებს. გასულ დღესთან შედარებით, ახალი შემთხვევების რიცხვმა 11 ათასით მოიმატა.
პანდემიის დასაწყისიდან დღემდე ქვეყანაში სულ კორონავირუსის 7 859 320 შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის 215 914 პაციენტი გარდაიცვალა.