აშშ-ში, არიზონაში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 13 ათასი ლიტრი თხევადი შოკოლადი დაიღვარა
ამერიკის შეერთებულ შტატებში, არიზონაში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაახლოებით 13 ათასი ლიტრი თხევადი შოკოლადი დაიღვარა.
სატვირთო მანქანა, რომელსაც თხევადი შოკოლადი გადაჰქონდა, გადატრიალდა. გზის დასასუფთავებლად სპეციალურ სამსახურებს ოთხ საათზე მეტი დასჭირდათ, რის გამოც ავტომაგისტრალზე შეიზღუდა ტრანსპორტის მოძრაობა.
ინციდენტის შედეგად სატვირთო მანქანის მძღოლი არ დაშავებულა. ავარიის სავარაუდო მიზეზად ტექნიკური გაუმართაობა დასახელდა.