NHL-ში 2021 წლიდან ახალი გუნდი ითამაშებს
NHL-ში 2021 წლიდან ახალი გუნდი ითამაშებს

ჰოკეის ეროვნული ლიგაში ითამაშებს კლუბი ქალაქ სიეტლიდან. ის იქნება ტურნირზე რიგით 32-ე გუნდი. ამას ლიგის დირექტორთა საბჭოს წევრებმა, კენჭი ერთხმად უყარეს.

NHL-მა „სიეტლს“ თავისი ოფიციალური „ტვიტერის“ მეშვეობით მიულოცა. გუნდი 650 მილიონი დოლარის ოდენობის საწყის შესატანს გადაიხდის და მისი დებიუტი 2021-22 წლების სეზონში შედგება. „სიეტლი“ დასავლეთი კონფერენციის წყნარი ოკეანის დივიზიონში ითამაშებს. ბალანსის შესანარჩუნებლად, ცენტრალურ დივიზიონში „არიზონას“ გადაიყვანენ. 2017 წელს, NHL-ში გაჩნდა გუნდი ლას ვეგასიდან – „ვეგას გოლდენ ნაითსი“.

სიეტლი აშშ-ში სიდიდით მე-18 ქალაქია.

დატოვე კომენტარი