აშშ-ში აცხადებენ, რომ არ უჭერენ მხარს უკრაინის დარტყმებს რუსეთის ტერიტორიის შიგნით
აშშ-ში აცხადებენ, რომ არ უჭერენ მხარს უკრაინის დარტყმებს რუსეთის ტერიტორიის შიგნით. ამის შესახებ განცხადება აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში გაკეთდა.
„როიტერის“ ცნობით, აშშ-ის საგარეო უწყებაში ხაზგასმით აღნიშნეს, რომ აშშ არ ახალისებს და მწვანე შუქს არ უნთებს უკრანის დარტყმებს რუსეთის ტერიტორიაზე.
ამასთან ერთად, ვაშინგტონში აცხადებენ, რომ უკრაინის გადასაწყვეტია, როგორ დაიცვას თავი რუსეთის შეჭრისგან, რომელიც 2022 წლის თებერვალში დაიწყო.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის თქმით, რუსეთს შეუძლია, დაასრულოს ომი ნებისმიერ დროს უკრაინიდან სამხედროების გაყვანის გზით.
ცნობისთვის, ბოლო პერიოდში რუსეთის შიგნით დრონებით თავდასხმების შემთხვევები გახშირდა. უკრაინელები ოფიციალურად ამ დარტყმებზე კომენტარს არ აკეთებენ.