აშშ-ში აცხადებენ, რომ ამერიკელმა სამხედროებმა უპილოტო საფრენი აპარატების გამოყენებით, „ალ-ქაიდას“ ერთ-ერთი ლიდერი მოკლეს
აშშ-ის განცხადებით, სირიაში „ალ-ქაიდას“ ერთ-ერთი ლიდერი მოკლეს. ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.
აშშ-ის შეიარაღებული ძალების ცენტრალური სარდლობის განცხადებით, ამერიკელმა სამხედროებმა უპილოტო საფრენი აპარატების გამოყენებით ტერორისტული ორგანიზაცია „ალ-ქაიდას“ ერთ-ერთი ლიდერი, აბდულ ჰამიდ ალ-მათარი მოკლეს.
აშშ-ის შეიარაღებული ძალების მაიორის, ჯონ რიგსბის თქმით, „ალ-ქაიდას“ ლიდერის მკვლელობა შეამცირებს ტერორისტული ორგანიზაციის შესაძლებლობებს, გამოიყენოს თავისი თავდასხმები აშშ-ის პარტნიორებზე, მოქალაქეებზე და მშვიდობიან მოსახლეობაზე.
აღსანიშნავია, რომ აშშ-მა უპილოტო საფრენი აპარატებით შეტევა სირიაში, აშშ-ის ფორპოსტზე მომხდარი თავდასხმიდან ორი დღის შემდეგ განახორციელა.