83 წლის კალიფორნიელი ძალოსანი რობერტ სტრენჯი დოპინგზე გამოიჭირეს, – იტყობინება Sportstar.
სპორტსმენმა ახალი ტექნოლოგიით გულის სარქველის გადანერგვის ოპერაცია გაიკეთა. ოპერაციიდან ერთი წლის თავზე, სტრენჯის ორგანიზმში აღმოაჩინეს აკრძალული პრეპარატის – დიჰიდროეპიანდროსტერონის კვალი.
ძალოსანმა შეძლო დაემტკიცებინა, რომ პრეპარატს იღებდა ექიმების რეკომენდაციითა და დანიშნულებით. სწორედ ამიტომ, დისკვალიფიკაციის ვადამ ერთი წელი შეადგინა და არა ოთხი.
სტრენჯმა ძალოსნობაში ვარჯიში 58 წლის ასაკში დაიწყო. 2019 წელს, მან თავის ასაკობრივ ჯგუფში მსოფლიოს ჩემპიონატი მოიგო.