აშშ-ის სენატმა მაიკ პომპეო სახელმწიფო მდივნის თანამდებობაზე დაამტკიცა
აშშ-ის სენატმა მაიკ პომპეო სახელმწიფო მდივნის თანამდებობაზე დაამტკიცა. მის დანიშვნას სენატის 57 წევრმა დაუჭირა მხარი, წინააღმდეგ კი 42 სენატორმა მისცა ხმა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Associated Press-ი ავრცელებს. მანამდე პომპეოს კანდიდატურას აღნიშნულ პოსტზე სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა დაუჭირა მხარი.
ფიცის დადების შემდეგ პომპეო უკვე ოფიციალურად შეუდგება სახელმწიფო მდივნის
მოვალეობის შესრულებას.
აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს ყოფილმა დირექტორმა მაიკ პომპეომ სახელმწიფო მდივნის თანამდებობაზე რექს ტილერსონი შეცვალა, რომელიც დონალდ ტრამპმა მარტის ბოლოს გაათავისუფლა.
შეგახსენებთ, რომ გასულ კვირას სენატში გამართულ მოსმენაზე პომპეომ განაცხადა, რომ სახელმწიფო მდივნად დანიშვნის შემთხვევაში, რუსეთის მიმართ უფრო მკაცრ პოლიტიკას გაატარებს.