აშშ საუდის არაბეთში დამატებით 3000 სამხედროს უახლოეს კვირებში გაგზავნის
აშშ საუდის არაბეთში დამატებით 3000 სამხედროს უახლოესი კვირების განმავლობაში გაგზავნის. ეს განცხადება აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა გააკეთა. ამასთან ერთად, ვაშინგტონი რეგიონში განათავსებს სარაკეტო სისტემებსა და რადარებს. შესაბამისი ინფორმაცია ტრამპის მიერ წარმომადგენელთა პალატის სპიკერ ნენსი პელოსის სახელზე გაგზავნილ წერილშია მოცემული.
როგორც აშშ-ის პრეზიდენტი აცხადებს, ამერიკული ანტისარაკეტო სისტემები რეგიონში არსებულ საფრთხეებზე საპასუხოდ გაგზავნეს. წერილში ნათქვამია, რომ ამერიკელი სამხედროების ნაწილი საუდის არაბეთში უკვე ჩავიდა.
აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებით, ამერიკელი ჯარისკაცები საუდის არაბეთში იმ დრომდე დარჩებიან, ვიდრე მათთვის დასახულ ყველა ამოცანას არ შეასრულებენ.