აშშ საუდის არაბეთში დამატებით 3000 სამხედროს უახლოეს კვირებში გაგზავნის
აშშ საუდის არაბეთში დამატებით 3000 სამხედროს უახლოეს კვირებში გაგზავნის

აშშ საუდის არაბეთში დამატებით 3000 სამხედროს უახლოესი კვირების განმავლობაში გაგზავნის. ეს განცხადება აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა გააკეთა. ამასთან ერთად, ვაშინგტონი რეგიონში განათავსებს სარაკეტო სისტემებსა და რადარებს. შესაბამისი ინფორმაცია ტრამპის მიერ წარმომადგენელთა პალატის სპიკერ ნენსი პელოსის სახელზე გაგზავნილ წერილშია მოცემული.

როგორც აშშ-ის პრეზიდენტი აცხადებს, ამერიკული ანტისარაკეტო სისტემები რეგიონში არსებულ საფრთხეებზე საპასუხოდ გაგზავნეს. წერილში ნათქვამია, რომ ამერიკელი სამხედროების ნაწილი საუდის არაბეთში უკვე ჩავიდა.

აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებით, ამერიკელი ჯარისკაცები საუდის არაბეთში იმ დრომდე დარჩებიან, ვიდრე მათთვის დასახულ ყველა ამოცანას არ შეასრულებენ.