ამერიკული მხარე საქართველოს, მოხალისეთა სისტემის ფორმირებაში დაეხმარება, ამის შესახებ მოლაპარაკება საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსსა და აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელს შორის შედგა.
გიორგი მღებრიშვილმა და ელიზაბეთ რუდმა სამომავლო თანამშრომლობაზე ისაუბრეს და კონკრეტული პროექტებიც დაგეგმეს.
აშშ-ის საელჩომ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს 5 წლიანი გეგმის განხორციელებაში მხარდაჭერა გამოუცხდა.
უახლოეს მომავალში, ამერიკული მხარის მიწვევით, გიორგი მღებრიშვილი აშშ-ს ეწვევა და მათი სამსახურის მოდელს გაეცნობა.
სსმს-ს „სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ კანონპროექტის მიხედვით, საქართველოში მოხალისეთა სისტემა დაინერგება, სადაც გაწევრიანება ნებისმიერ მსურველს შეეძლება. აღნიშნული სიახლე ამერიკულ მოდელს ეფუძნება, სადაც მოხალისეთა სისტემის მრავალწლიანი გამოცდილება არსებობს.