აშშ საქართველოს მოხალისეთა სისტემის ფორმირებაში დაეხმარება
აშშ საქართველოს მოხალისეთა სისტემის ფორმირებაში დაეხმარება

ამერიკული მხარე საქართველოს, მოხალისეთა სისტემის ფორმირებაში დაეხმარება, ამის შესახებ მოლაპარაკება საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსსა და აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელს შორის შედგა.

​გიორგი მღებრიშვილმა და ელიზაბეთ რუდმა სამომავლო თანამშრომლობაზე ისაუბრეს და კონკრეტული პროექტებიც დაგეგმეს.

​აშშ-ის საელჩომ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს 5 წლიანი გეგმის განხორციელებაში მხარდაჭერა გამოუცხდა.

უახლოეს მომავალში, ამერიკული მხარის მიწვევით, გიორგი მღებრიშვილი აშშ-ს ეწვევა და მათი სამსახურის მოდელს გაეცნობა.

სსმს-ს „სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ კანონპროექტის მიხედვით, საქართველოში მოხალისეთა სისტემა დაინერგება, სადაც გაწევრიანება ნებისმიერ მსურველს შეეძლება. აღნიშნული სიახლე ამერიკულ მოდელს ეფუძნება, სადაც მოხალისეთა სისტემის მრავალწლიანი გამოცდილება არსებობს.