აშშ-ის სანქციების გამო დაზარალებული კომპანიებისთვის კანადამ ორი მილიარდი გამოყო
აშშ-ის სანქციების გამო დაზარალებული კომპანიებისთვის კანადამ ორი მილიარდი გამოყო

კანადამ 12 მილიარდი დოლარის ღირებულების აშშ-ის პროდუქციას 10%-დან 25%-მდე ტარიფები დაუწესა. კანადის საგარეო საქმეთა მინისტრის, კრისტია ფრილენდის განცხადებით, ოფიციალურმა ოტავამ აღნიშნული გადაწყვეტილება აშშ-ის მიერ დაწესებული სანქციების საპასუხოდ მიიღო, რომელიც ძალაში პირველი ივლისიდან შედის.

Bloomberg-ის ინფორმაციით, აშშ-ის მიერ ალუმინზე და ფოლადზე დაწესებული სანქციების გამო დაზარალებული კომპანიებისა და დასაქმებულებისთვის, კანადის მთავრობამ 2 მილიარდი დოლარი გამოყო.

აშშ-ის პრეზიდენტმა კანადის, მექსიკისა და ევროკავშირის წინააღმდეგ ტარიფების დაწესების გადაწყვეტილება მაისის ბოლოს მიიღო. დონალდ ტრამპი ფიქრობს, რომ პარტნიორი ქვეყნები აშშ-სთან უსამართლო პირობებით ვაჭრობენ.