ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო საზღვაო ძალები ავიამზიდ „ჰარი ტრუმენის“ ხელმძღვანელობით, ხმელთაშუა ზღვაში შევიდნენ. ამის შესახებ ქვეყნის სამხედრო საზღვაო ძალების ოფიციალური ვებგვერდი იუწყება.
განცხადებაში განმარტებულია, რომ ოპერაცია ჩრდილოატლანტიკური ალიანსის მოკავშირეების მხარდაჭერისთვის ტარდება.
ამერიკის შეერთებული შტატების მეექვსე ფლოტის მეთაურის განცხადებით, ჯგუფის ხმელთაშუა ზღვაში ყოფნის ფარგლებში რიგი საზღვაო ოპერაციები არის დაგეგმილი. ავიამზიდთან ერთად ხმელთაშუა ზღვაში სარაკეტო კრეისერი „ნორმანდიაც“ შევიდა.
ამ მომენტისთვის ხმელთაშუა ზღვაში ჩრდილოატლანტიკური ალიანსის რამდენიმე სამხედრო ხომალდი იმყოფება.