აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე, ჯონ სალივანი პირველი აპრილიდან სახელმწიფო მდივნის მოვალეობის შემსრულებელი გახდა. ამის შესახებ სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, ჰიზერ ნაუერტმა განაცხადა.
ჯონ სალივანი სახელმწიფო მდივნის მოვალეობებს აშშ-ის კონგრესის მიერ სახელმწიფო დეპარტამენტის ხელმძღვანელად მაიკლ პომპეოს დამტკიცებამდე შეასრულებს.
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა რექს ტილერსონი სახელმწიფო მდივნის თანამდებობიდან 13 მარტს გაათავისუფლა და მის თანამდებობაზე ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს ხელმძღვანელი მაიკლ პომპეო წარადგინა.