აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოვალეობას ჯონ სალივანი ასრულებს
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოვალეობას ჯონ სალივანი ასრულებს

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე, ჯონ სალივანი პირველი აპრილიდან სახელმწიფო მდივნის მოვალეობის შემსრულებელი გახდა. ამის შესახებ სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, ჰიზერ ნაუერტმა განაცხადა.

ჯონ სალივანი სახელმწიფო მდივნის მოვალეობებს აშშ-ის კონგრესის მიერ სახელმწიფო დეპარტამენტის ხელმძღვანელად მაიკლ პომპეოს დამტკიცებამდე შეასრულებს.

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა რექს ტილერსონი სახელმწიფო მდივნის თანამდებობიდან 13 მარტს გაათავისუფლა და მის თანამდებობაზე ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს ხელმძღვანელი მაიკლ პომპეო წარადგინა.