აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი - ყურადღებით ვაკვირდებით სომხეთში მიმდინარე მოვლენებს
სომხეთში მიმდინარე მოვლენებს ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი ეხმაურება. ინფორმაციას „ამერიკის ხმა” ავრცელებს.
„ ერევანსა და სხვა ქალაქებში საპროტესტო აქციები მიმდინარეობს. ათასობით მოქალაქე გამოვიდა ქუჩებში იმისთვის, რომ გამოიყენოს გამოხატვისა და შეკრების უფლება და ჩაატაროს მიტინგი. ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით სომხეთში მიმდინარე მოვლენებს“,- აცხადებენ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტში.