აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი - ყურადღებით ვაკვირდებით სომხეთში მიმდინარე მოვლენებს
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი - ყურადღებით ვაკვირდებით სომხეთში მიმდინარე მოვლენებს

სომხეთში მიმდინარე მოვლენებს ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი ეხმაურება. ინფორმაციას „ამერიკის ხმა” ავრცელებს.

„ ერევანსა და სხვა ქალაქებში საპროტესტო აქციები მიმდინარეობს. ათასობით მოქალაქე გამოვიდა ქუჩებში  იმისთვის, რომ გამოიყენოს გამოხატვისა და შეკრების უფლება და ჩაატაროს მიტინგი. ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით სომხეთში მიმდინარე მოვლენებს“,- აცხადებენ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტში.