აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი უკრაინას აკრიტიკებს. მიზეზი კორუფციასთან არაეფექტური ბრძოლაა. ვაშინგტონში შეშფოთება გამოთქვეს ეროვნული ანტიკორუფციული ბიუროს დეტექტივის დაკავების გამო, რომელიც ცდილობდა სახელმწიფო მიგრაციული სამსახურის თანამშრომლის პროვიცირებას, რათა ამ უკანასკნელს ქრთამი აეღო.
როგორც სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსამსახურს უფროსის განცხადებაშია ნათქვამი, „ასეთი ქმედებები წარმოადგენს დამოუკიდებელი ანტიკორუფციული ინსტიტუტებისთვის ძირის გამოთხრის მცდელობას, რომელთაც აშშ-ი და სხვა ქვეყნები ეხმარებიან. მისივე განმარტებით, ასეთ ვითარებაში კიევი „საზოგადოების ნდობას კარგავს“ და უკრაინის „საერთაშრისო მხარდაჭერას საფრთხე ემუქრება“.
ჰიზერ ნოირეტმა ასევე გაიმეორია აშშ-ის სახელმწიფო მდივან რექს ტილეროსნის სიტყვები – „არ აქვს აზრი საკუთარი სხეულისთვის ბრძოლას დონბასში, თუ უკრაინა სულ კორუფციას მიჰყიდის“.
შეგახსენებთ, რომ ნოემბრის ბოლოს უკრაინის უსაფრთხოების სამსახურისა და გენერალური პროკურატურის თანამშრომლებმა დააკავეს ეროვნული ანტიკორუფციული ბიუროს თანამშრომელი, რომელიც ცდილობდა მიგრაციული სამსახურის მაღალჩინოსანის პროვოცირებას, რათა მას ქართამი აეღო.