აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი რუსეთს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესრულებისკენ მოუწოდებს
აშშ რუსეთს მოუწოდებს, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან შეიარაღებული ძალები გაიყვანოს, – ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, ჰიზერ ნაუერტმა ბრიფინგზე განაცხადა.
„ჩვენი პოზიცია რუსეთის მიერ საქართველოს რეგიონების, აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ ოკუპაციაზე რჩევა ურყევი. ეს რეგიონები საქართველოსია და არ არის რუსეთის ნაწილი. აშშ განაგრძობს საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის, ასევე მისი საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების მხარდაჭერას. ეს პოლიტიკა არ შეცვლილა. აშშ მოუწოდებს რუსეთს, გაიყვანოს მისი შეიარაღებული ძალები შეჭრამდე არსებულ პოზიციებზე, 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესაბამისად“, – განაცხადა ჰიზერ ნაუერტმა.
ჟურნალისტის კითხვაზე, უჭერს თუ არა აშშ მხარს საქართველოს ნატო-ში გაწევრიანებას, სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ ნატო-მ ბუქარესტის სამიტზე მიიღო გადაწყვეტილება, რომ საქართველო გახდება ალიანსის წევრი.