აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი - რუსეთის ქმედებები ბირთვული ნივთიერებების გავრცელების რისკს ზრდის
რუსეთის ქმედებები ბირთვული ნივთიერებების გავრცელების რისკს ზრდის, – განცხადება ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში გააკეთეს. სახელმწიფო მდივნის თანაშემწის ქრისტოფერ ფორდის თქმით, ატომური ენერგიის მსოფლიო სააგენტოს პროგრამას, რომელიც რადიაოქტიური ნივთიერებების უკანონო გავრცელებასთან დაკავშირებულ ინციდენტებს უწევს მონიტორინგს, რუსეთის ქმედებების გამო საფრთხე ემუქრება.
მისივე თქმით, ამ პროგრამის ბაზაში შეიტანეს 2006 წელს კრემლის მიერ ალექსანდრ ლიტვინენკოს მოწამვლისთვის განკუთვნილი პოლონიუმის გამოყენება.
ფორდმა, ასევე გაამახვილა ყურადღება იმ ფაქტზე, რომ 1990-2000-იან წლებში რადიოაქტიური ნივთიერებების კონტრაბანდის ფაქტები გამოვლინდა ყოფილი საბჭოთა კავშირის წევრ რესპუბლიკებში – საქართველოსა და მოლოდვაში.
„1990-იანი წლებიდან რადიოაქტიური ნივთიერებების კონტრაბანდის 18 შემთხვევა დაფიქსირდა. მათ შორის გამდიდრებული ურანი ამოიღეს საქართველოსა და მოლდოვაში. ამ ინციდენტების შემდეგ საქართველო და მოლდოვა რადიოაქტიური ნივთიერებების კონტრაბანდის აღკვეთის საქმეში აშშ-ის უახლოესი პარტნიორები გახდნენ“, – განაცხადა ქრისტოფერ ფორდმა.
აშშ-ი სახელმწიფო მდივნის თანაშემწე აცხადებს, რომ მიუხედავად ამ პარტნიორობისა, „შავ ბაზარზე“ მოხვედრილი ბირთვული ნივთიერებების პრობლემა დღემდე მნიშვნელოვან საფრთხეს წარმოადგენს.
„რამდენიმე ინციდენტი მოხდა, როდესაც ჩეჩნურმა დაჯგუფებები რუსეთში ე.წ. ბინძური ბომბის გამოყენებას შეეცადნენ, თუმცა უშედეგოდ. რუსეთსა და ყოფილი საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე უსაფრთხოების სისტემის სისუსტის გამო, დღეს ჩვენ არ შეგვიძლია, ზუსტად ვთქვათ, თუ რა რაოდენობის რადიაქტიური ნივთიერებები მოხვდა „შავ ბაზარზე“, – განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ.