აშშ-ის საელჩოს თელ-ავივიდან იერუსალიმში გადატანა 21 მილიონ აშშ დოლარზე მეტი დაჯდება
ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს თელ-ავივიდან იერუსალიმში გადატანა 21 მილიონ აშშ დოლარზე მეტი დაჯდება. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა კომპანია Desbuild Limak D&K-თან შესაბამის კონტრაქტს ხელი უკვე მოაწერა. აღნიშნული თანხა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ვარაუდს 10-ჯერ აღემატება. მარტში თეთრი სახლის ლიდერმა განაცხადა, რომ თელ-ავივიდან იერუსალიმში აშშ-ის საელჩოს გადატანა 250 ათასი დოლარი დაჯდებოდა და მშენებლობა მოკლე დროში დასრულდებოდა.
თელ-ავივიდან იერუსალიმში აშშ-ის საელჩოს გადატანის შესახებ დონალდ ტრამპმა გასული წლის დეკემბერში განაცხადა. ამით ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ისრაელის დედაქალაქად იერუსალიმი აღიარა და ისლამური სამყაროს უკმაყოფილება გამოიწვია. წმინდა მიწაზე, გარკვეულ ტერიტორიაზე პრეტენზიას ისლამური პალესტინაც აცხადებს.