აშშ-ის საელჩოს თელ-ავივიდან იერუსალიმში გადატანა 21 მილიონ აშშ დოლარზე მეტი დაჯდება

07:43, 18.07.2018

ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს თელ-ავივიდან იერუსალიმში გადატანა 21 მილიონ აშშ დოლარზე მეტი დაჯდება. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა კომპანია Desbuild Limak D&K-თან შესაბამის კონტრაქტს ხელი უკვე მოაწერა. აღნიშნული თანხა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ვარაუდს 10-ჯერ აღემატება. მარტში თეთრი სახლის ლიდერმა განაცხადა, რომ თელ-ავივიდან იერუსალიმში აშშ-ის საელჩოს გადატანა 250 ათასი დოლარი დაჯდებოდა და მშენებლობა მოკლე დროში დასრულდებოდა.

თელ-ავივიდან იერუსალიმში აშშ-ის საელჩოს გადატანის შესახებ დონალდ ტრამპმა გასული წლის დეკემბერში განაცხადა. ამით ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ისრაელის დედაქალაქად იერუსალიმი აღიარა და ისლამური სამყაროს უკმაყოფილება გამოიწვია. წმინდა მიწაზე, გარკვეულ ტერიტორიაზე პრეტენზიას ისლამური პალესტინაც აცხადებს.

მსგავსი