აშშ-ის სენატმა მხარი დაუჭირა კანონპროექტს, რომელიც რუსეთიდან გამდიდრებული ურანის იმპორტს კრძალავს
შეერთებული შტატების სენატმა მხარი დაუჭირა კანონპროექტს, რომელიც კრძალავს რუსეთის ფედერაციიდან გამდიდრებული ურანის იმპორტს.
„ბლუმბერგის“ ინფორმაციით, დოკუმენტი რუსეთიდან აშშ-ში გამდიდრებული ურანის იმპორტს კრძალავს ძალაში შესვლიდან 90 დღის შემდეგ. თუმცა დროებითი გამონაკლისები ნებადართულია 2028 წლის იანვრამდე.
აღსანიშნავია, რომ კონგრესში განიხილეს 2.7 მილიარდი დოლარის გამოყოფა, რომელიც მოხმარდება აშშ-ის ურანის ინდუსტრიის განვითარებას, რუსეთიდან ნედლეულის იმპორტზე შეზღუდვების დაწესების პირობით.
როგორც აშშ-ის ენერგეტიკის დეპარტამენტმა განაცხადა, რუსეთი გამდიდრებული ურანის მთავარი უცხოური მიმწოდებელია, რაც რუსეთის ეკონომიკას წელიწადში დაახლოებით მილიარდ დოლარს აძლევს.
კანონპროექტს აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა უნდა მოაწეროს ხელი.