ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის მრჩეველი ისრაელში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება. ჯონ ბოლტონი ახლო აღმოსავლეთის სახელმწიფოს 20 აგვსიტოს ეწვია.
ამერიკელ პოლიტიკოსს ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ იერუსალიმში არსებულ რეზიდენციაში სამუშაო სადილით უმასპინძლა. მხარეებს შორის მოლაპარაკებები დღესაც გრძელდება. განხილვის მთავარი თემა ირანი და რეგიონში მისი მოქმედებებია.
„ჩვენ ირანის მხრიდან სერიოზული გამოწვევის წინაშე ვდგავართ. ირანის ბირთვული პროგრამა და ბალისტიკური იარაღი ისრაელისთვის, ამერიკის შეერთებული შტატებისა და მთელი მსოფლიოსთვის უმნიშვნელოვანესი გამოწვევაა“, – აღნიშნა ჯონ ბოლტონმა ბენიამინ ნეთანიაჰუსთან შეხვედრის დროს გამართულ პრესკონფერენციაზე.
თავის მხრივ, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ისრაელისა და ამერიკის შეერთებული შტატების მთავარი მიზანი რეგიონში ირანის აგრესიის შემცირებაა. ისრაელის პრემიერ-მინისტრის განმარტებით, ახლო აღმოსავლეთში მშვიდობის დამყრებისთვის საჭიროა, ირანს ბირთვული იარაღი არ ჰქონდეს.
ახლო აღმოსავლეთში ვიზიტის შემდეგ ჯონ ბოლტონი ჟენევაში რუს მაღალჩინოსნებს შეხვდება, რის შემდეგაც ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველი უკრაინას ესტუმრება.