ამერიკის ილინოისისა და მიჩიგანის შტატებში დიდთოვლობაა. ამერიკული მედიის ინფორმაციით, ჩიკაგოსა და დეტროიტში დაიხურა სასწავლო დაწესებულებები. დიდთოვლობისა და ძლიერი ქარის გამო გადაიდო 1200-მდე ავიარეისი. ყველაზე მეტი რეისი ჩიკაგოს ოჰარას აეროპორტსა და დეტროიტის მთავარი აეროპორტში გაუქმდა.
ჩიკაგოში მოსული თოვლი 30 სანტიმეტრს აღწევს. ჰაერის ტემპერატურა კი -18 გრადუსამდე დაეცა. ხვალ თოვლია მოსალოდნელი ნიუ იორკში.
ადგილობრივი ხელისუფლება მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდებს.
გასული ერთი კვირის განმავლობაში ამერიკის შეერთებულ შტატებში დიდთოვლობისა და ლიპყინულის გამო მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევებს 10-მდე ადამიანი ემსხვერპლა.