აშშ-ის რამდენიმე შტატში დიდთოვლობაა

00:00, 10.02.2018
Vehicles covered in snow are seen in Chicago, U.S., February 9, 2018 in this picture obtained from social media. TWITTER/@MUMBLESNMAKEUP/via REUTERS

Vehicles covered in snow are seen in Chicago, U.S., February 9, 2018 in this picture obtained from social media. TWITTER/@MUMBLESNMAKEUP/via REUTERS

ამერიკის ილინოისისა და მიჩიგანის შტატებში დიდთოვლობაა. ამერიკული მედიის ინფორმაციით, ჩიკაგოსა და დეტროიტში დაიხურა სასწავლო დაწესებულებები. დიდთოვლობისა და ძლიერი ქარის გამო გადაიდო 1200-მდე ავიარეისი. ყველაზე მეტი რეისი ჩიკაგოს ოჰარას აეროპორტსა და დეტროიტის მთავარი აეროპორტში გაუქმდა.

ჩიკაგოში მოსული თოვლი 30 სანტიმეტრს აღწევს. ჰაერის ტემპერატურა კი -18 გრადუსამდე დაეცა. ხვალ თოვლია მოსალოდნელი ნიუ იორკში.

ადგილობრივი ხელისუფლება მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდებს.

გასული ერთი კვირის განმავლობაში ამერიკის შეერთებულ შტატებში დიდთოვლობისა და ლიპყინულის გამო მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევებს 10-მდე ადამიანი ემსხვერპლა.

მსგავსი