აშშ ქვეყნიდან ორ რუს დიპლომატს აძევებს
აშშ ქვეყნიდან ორ რუს დიპლომატს აძევებს

აშშ ქვეყნიდან ორ რუს დიპლომატს აძევებს.

როგორც „სიენენი“ იუწყება, ეს ზომა საპასუხო ნაბიჯია გასულ თვეს რუსეთის მიერ ორი ამერიკელი დიპლომატის გაძევებისთვის, რომელთაც ქვეყნის დატოვება მოსკოვმა მოსთხოვა.

მაშინ სახელმწიფო დეპარტამენტში განაცხადეს, რომ არ მოითმენდნენ რუსეთის მთავრობის მიერ მათი დიპლომატების შევიწროებას.

„მოსკოვში ჩვენი საელჩოს პერსონალის მიმართ ასეთი ქმედებები დაუშვებელია და ამას ოპერატიულად მოჰყვება შედეგები“, – განაცხადა სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა, მეთიუ მილერმა.