აშშ-ის პრეზიდენტი ჩრდილოეთ კორეასთან მოლაპარაკებებით კმაყოფილია
აშშ-ის პრეზიდენტი ჩრდილოეთ კორეასთან მოლაპარაკებებით კმაყოფილია

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ჩრდილოეთ კორეასთან მიმდინარე მოლაპარაკებებით კმაყოფილია.

„ჩრდილოეთ კორეას 9 თვის განმავლობაში რაკეტა არ გაუშვია. ისევე, როგორც არ განუხორციელებია ბირთვული ტესტები. იაპონია ბედნიერია, მთელი აზია ბედნიერია. თუმცა ყალბი ახალი ამბები (ყოველთვის ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით) ისე, რომ არც მეკითხებიან, ამბობენ თითქოს ძალიან გაბრაზებული ვარ, რადგან საკმარისად სწრაფად არ ვითარდება საქმე. ტყუილია. მე ბედნიერი ვარ”, – წერს დონალდ ტრამპი Twitter-ში.

აშშ-ჩრდილოეთ კორეას შორის მოლაპარაკებები დონალდ ტრამპისა და კიმ ჩენ ინის სამიტის შემდეგ აქტიურად მიმდინარეობს მას შემდეგ, რაც ლიდერები კორეის ნახევარკუნძულის ბირთვული განიარაღების შესახებ შეთანხმდნენ.