აშშ-ი პოლონეთის თხოვნას ქვეყანაში ამერიკული სამხედრო კონტიგენტის მუდმივ განლაგებაზე სერიოზულად განიხილავს
ამერიკის შეერთებული შტატები პოლონეთის თხოვნას ქვეყანაში ამერიკული სამხედრო კონტიგენტის მუდმივ განლაგებაზე სერიოზულად განიხილავს. ამის შესახებ დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში პოლონეთის პრეზიდენტის, ანჯეი დუდას მიღების დროს განაცხადა.
„ვიცით, რომ პოლონეთს ეს იდეა ძალიან მოსწონს. ამისთვის პოლონეთი მზად არის მნიშვნელოვანი კონტრიბუციაც გაიღოს. ჩვენ ამ საკითხს საკმაოდ სერიოზულად განვიხილავთ“, – განაცხადა თეთრი სახლის ლიდერმა.
17 სექტემბერს ვაშინგტონს პოლონეთის თავდაცვის მინისტრი, მარიუშ ბრაშაკი ესტუმრა, რომელმაც მაღალჩინოსნებთან შეხვედრებზე პოლონეთში ამერიკული სამხედრო კონტიგენტისა და ტექნიკის მუდმივი განლაგების შესახებ ისაუბრა. ამის აღსრულებისთვის ოფიციალური ვარშავა მზად არის, ხარჯის სახით ორ მილიარდამდე დოლარი გაიღოს.
პოლონეთის წინადადება ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ფარგლებს გარეთ არის და ორმხრივ ფორმატს წარმოადგენს.