ორგანიზაცია “სანავთობო სტატისტიკის ერთობლივი ინიციატივის” მონაცემებით, მიმდინარე წლის მარტის თვის შედეგების მიხედვით, აშშ პირველად გახდა ლიდერი მსოფლიოში ნავთობის მოპოვების ოდენობის მიხედვით. მეორე ადგილს რუსეთი იკავებს.
აშშ-ში ნავთობის მოპოვების მაჩვენებელმა შეადგინა 10,425 მლნ ბარელი ნავთობი დღე-ღამეში, რუსეთში – 10,298 მლნ ბარელი /დღე-ღამეში, საუდის არაბეთში – 9,907 მლნ ბარელი/დღე-ღამეში.
2018 წლის თებერვლის თვის მაჩვენებელთან შედარებით, აშშ-ში წარმოება გაიზარდა 1,6%-ით, რუსეთში კი მაჩვენებელი არ შეცვლილა, ხოლო საუდის არაბეთში წარმოება შემცირდა 0,28%-ით. უმსხვილეს ექსპორტიორად კვლავ საუდის არაბეთი რჩება – 7,122 მლნ ბარელი ნავთობი/დღე-ღამეში.
მარტში აშშ-მა განახორციელა 1,664 მლნ ბარელის ექსპორტი დღე-ღამეში, რაც 3,7%-ით ზრდას წარმოადგენს წინა თვის მაჩვენებელთან შედარებით.