აშშ ნავთობის მოპოვების მიხედვით ლიდერი გახდა
აშშ ნავთობის მოპოვების მიხედვით ლიდერი გახდა

ორგანიზაცია “სანავთობო სტატისტიკის ერთობლივი ინიციატივის” მონაცემებით, მიმდინარე წლის მარტის თვის შედეგების მიხედვით, აშშ პირველად გახდა ლიდერი მსოფლიოში ნავთობის მოპოვების ოდენობის მიხედვით. მეორე ადგილს რუსეთი იკავებს.

აშშ-ში ნავთობის მოპოვების მაჩვენებელმა შეადგინა 10,425 მლნ ბარელი ნავთობი დღე-ღამეში, რუსეთში – 10,298 მლნ ბარელი /დღე-ღამეში, საუდის არაბეთში – 9,907 მლნ ბარელი/დღე-ღამეში.

2018 წლის თებერვლის თვის მაჩვენებელთან შედარებით, აშშ-ში წარმოება გაიზარდა 1,6%-ით, რუსეთში კი მაჩვენებელი არ შეცვლილა, ხოლო საუდის არაბეთში წარმოება შემცირდა 0,28%-ით. უმსხვილეს ექსპორტიორად კვლავ საუდის არაბეთი რჩება – 7,122 მლნ ბარელი ნავთობი/დღე-ღამეში.

მარტში აშშ-მა განახორციელა 1,664 მლნ ბარელის ექსპორტი დღე-ღამეში, რაც 3,7%-ით ზრდას წარმოადგენს წინა თვის მაჩვენებელთან შედარებით.