აშშ-ის მუდმივი წარმომადგენელი ნატო-ში - რუსეთს ჩრდილოატლანტიკური ალიანსის დესტაბილიზაცია სურს
აშშ-ის მუდმივი წარმომადგენელი ნატო-ში - რუსეთს ჩრდილოატლანტიკური ალიანსის დესტაბილიზაცია სურს

ნატო-ში ამერიკის შეერთებული შტატების მუდმივი წარმომადგენლის განცხადებით, რუსეთს ჩრდილოატლანტიკური ალიანსის დესტაბილიზაცია სურს.

კეი ბელი ჰათჩინსონი „დარწმუნებულია, რომ მოსკოვს, სურს თურქეთი და აშშ-ის სხვა პარტნიორები საკუთარ მხარეზე გადაიბიროს“.

ეს განცხადება ჰათჩინსონმა „ფოქს ნიუსთან“ ინტერვიუში გააკეთეს.

„რუსეთს სურს კაცობრიობის ისტორიაში უძლიერესი თავდაცვითი ალიანსი დესტაბილიზაცია მოახდინოს. ასე რომ ყველა ძალისხმევა, რომელიც ჩვენი ალიანსის და პარტნიორების გაძლიერებას ისახავს მიზნად უმნიშვნელოვანესი, საჭირო და სასარგებლოა“, – განაცხადა ჰათჩინსონმა.

მისივე თქმით, მოსკოვს სურს გადაიბიროს თურქეთი და აშშ-ის კიდევ ბევრი პარტნიორი. ამიტომ ვაშინგტონი ანკარას მიერ რუსეთისგან სარაკეტო სისტემების შეძენის წინააღმდეგ გამოდის. ეს საკითხი დონალდ ტრამპმა თავის თურქ კოლეგასთან არაერთხელ წამოწია.

აშშ-ის მუდმივმა წარმომადგენელმა ნატო-ში ასევე გააკრიტიკა, რუსეთი „მტრული ნაბიჯებისთვის, მათ შორის უკრაინაში“ და რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიას უკანონო უწოდა.