აშშ-ის კონგრესმა ბიუჯეტის დამტკიცება მეორე მცდელობითაც ვერ შეძლო.
შედეგად, ქვეყნის მთავრობა მუშაობას ისევ წყვეტს.
კანონპროექტის წინააღმდეგ რესპუბლიკელი სენატორი რენდი პოლი გამოვიდა, რომელმაც დოკუმენტში გაწერილ 2018 და 2019 წლის ბიუჯეტის გეგმაზე უკმაყოფილება გამოთქვა და კოლეგებისგან მისი შესწორების გადახედვა მოითხოვა.
უარის მიღების შემდეგ, რენდი პოლმა კენჭისყრაზე ხმის მიცემის უფლება გამოიყენა და კანონპროექტის წინააღმდეგ საკუთარი პოზიცია დააფიქსირა.
შედეგად, კანონპროექტის ვადაში მიღება ვერ შეძლეს.
აშშ-ში ეს უკვე რიგით მეორე ე.წ. შათდაუნია (Shutdown) მიმდინარე წელს.
19 იანვარს კენჭისყრის ჩავარდნის მიზეზი, დემოკრატებსა და რესპუბლიკელებს შორის დოკუმენტთან დაკავშირებით განსხვავებული პოზიციების არსებობა გახდა.
მთავრობის მუშაობა რამდენიმე დღის განმავლობაში პარალიზებული იყო. მოგვიანებით, კი დროებითი ბიუჯეტი მიიღეს, რომლის ვადაც 8 თებერვალს ამოიწურა.