აშშ-მექსიკის საზღვართან ჰონდურასელ მიგრანტებსა და ადგილობრივ მოსახლეობას შორის დაპირისპირება მოხდა
აშშ-მექსიკის საზღვრის სიახლოვეს ჰონდურასელ მიგრანტებსა და ადგილობრივ მოსახლეობას შორის დაპირისპირება მოხდა.
ტიხუანას მაცხოვრებლები უკმაყოფილებას გამოთქვამენ მიგრანტთა ნაკადისა და ბანაკის გამო, რომელიც მათ დასახლებაში გაშენდა და ხელისუფლებას ამ ბანაკის სხვა ტერიტორიაზე გადატანისკენ მოუწოდებენ.
ამ დროისთვის ბანაკში 1000-1500 მიგრანტი იმყოფება. მათი ნაწილი შეერთებული შტატების საზღვრის გადაკვეთას შეეცადა, ცხრა პირი სასაზღვრო კონტროლის სამსახურმა დააკავა, მათ შორის ერთი ორსული ქალია.