აშშ-მა უკრაინის სამხედრო მხარდაჭერის ახალი პაკეტი დაამტკიცა. პრეზიდენტ ჯო ბაიდენის განკარგულებით, უკრაინას 600 მილიონი დოლარის ღირებულების სამხედრო დახმარება გადაეცემა.
პაკეტში შედის „ჰაიმარსის“ ტიპის სარაკეტო სისტემები, ასევე ღამის ხედვის სისტემები, ტერიტორიების განაღმვისთვის საჭირო საშუალებები, საარტილერიო ჭურვები და სხვა აღჭურვილობა.
პენტაგონში განაცხადეს, რომ დახმარების ახალი პაკეტი ასევე მოიცავს უკრაინის სამხედროების მომზადებასაც.
უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის დაწყებიდან დღემდე აშშ-მა კიევს 15 მილიარდი დოლარის ღირებულების სამხედრო დახმარება გამოუყო.