აშშ-მა სლოვაკი ბიზნესმენის, მარიან კოჩნერისა და ექვსი კომპანიის წინააღმდეგ სანქციები დააწესა
აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტმა სლოვაკი ბიზნესმენის, მარიან კოჩნერისა და ექვსი კომპანიის წინააღმდეგ სანქციები დააწესა. ამის შესახებ ნათქვამია უწყების ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.
სანქციები ე.წ. მაგნიტსკის აქტის ფარგლებში დაწესდა. მარიან კოჩნერი სლოვაკი ჟურნალისტის, იან კუციაკის მკვლელობის დამკვეთად მიიჩნევა. ჟურნალისტი და მისი მეუღლე 2018 წლის თებერვალში მოკლეს.
„მარიან კოჩნერი პასუხისმგებელია ადამიანის უფლებების სერიოზულ დარღვევებზე ან კავშირი აქვს, ან პირდაპირ ან ირბად ჩარეულია ამ დარღვევებში. კოჩნერი ემუქრებოდა იან კუციაკს, რეპორტიორს, რომელიც კოჩნერის კორუფციულ საქმიანობას იძიებდა“, – აღნიშნულია აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის განცხადებაში.
უწყების ცნობით, სლოვაკი ბიზნესმენი ფინანსური ოპერაციების რთული სერიის გზით თაღლითური საგადასახადო დეკლარაციებით მილიონობით ევროს იღებდა, სწორედ ამას იძიებდა კუციაკი.
ის ექვსი კომპანია, რომელსაც აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტმა ასევე დაუწესა სანქციები, ბიზნესმენის სახელს უკავშირდება.
ოქტომბერში სლოვაკეთის სპეციალური პროკურატურის პროკურორმა კოჩნერისა და კიდევ სამი პირის წინააღმდეგ საბრალდებო ოქმი სასამართლოს გადასცა.