აშშ-მა კიმ ჩენ ინის ნახევარძმის მკვლელობისთვის ჩრდილოეთ კორეას ახალი სანქციები დაუწესა
აშშ-მა კიმ ჩენ ინის ნახევარძმის მკვლელობისთვის ჩრდილოეთ კორეას ახალი სანქციები დაუწესა

კიმ ჩენ ინის ნახევარძმის მკვლელობისთვის აშშ-მა ჩრდილოეთ კორეას ახალი სანქციები დაუწესა. აშშ-ის მიერ მომზადებულ დოკუმენტებში ნათქვამია, რომ კუალა ლუმპურის აეროპორტში კიმ ჩენ ნამის მოსაწამლად ქიმიური მომწამვლელი ნივთიერება VX გამოიყენეს.

შემზღუდველი ზომები ძალაში 5 მარტიდან შევიდა. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში ამბობენ, რომ ვაშინგტონი ფხენიანის მიერ მასობრივი განადგურების იარაღის ნებისმიერი სახის პროგრამას ვერ შეეგუება.

ჩრდილოეთ კორეა კიმ ჩენ ნამის მკვლელობაში მონაწილეობას უარყოფს. კიმ ჩენ ნამი 2017 წლის 13 თებერვალს კუალა ლუმპურის აეროპორტში მოკლეს.

მკვლელობის საქმეზე ინდონეზიისა და ვიეტნამის მოქალაქე ორი ქალია დაკავებული. გამოძიების თანახმად, სწორედ მათ შეაყარეს კიმ ჩენ ინის უფროს ძმას სახეში მომწამვლელი ნივთიერება, რომელიც ნერვების პარალიზებას იწვევს.

დაკავებულები ბრალდებებს უარყოფენ.