აშშ-მა ირანის წინააღმდეგ ახალი სანქციები დააწესა.
აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, „შავ სიაში“ მოხვდა ცხრა ირანელი და თურქული ავიაკომპანია, რომლებიც Mahan Air-თან and Meraj Air-თან არიან დაკავშირებულები; ასევე პირები, რომლებიც, ვაშინგტონის მონაცემებით, ხელს უწყობდნენ თეირანის სამხედრო ოპერაციებს საზღვარგარეთ.
კერძოდ, სანქციები დაუწესდა ირანულ ავიაკომპანიებს Dena Airways-ს, Blue Airways-ს, ასევე თურქულ ავიაკომპანიებს – Trigron Lojistik-ს, RA Havacilik-ს, 3G Lojistik-ს და Otik Aviation-ს. ამას გარდა, შეზღუდვები დაუწესდა ირანის ორ მოქალაქეს და თურქეთის ერთ მოქალაქეს.
სახაზინო დეპარტამენტის განცხადებით, ეს კომპანიები და პირები დაკავშირებულები არიან საზღვარგარეთ იარაღის, აღჭურვილობისა და სახსრების მიწოდებასთან ირანის სახელმწიფო ტერორის ოპერაციების ხელშეწყობის მიზნით.
შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო ირანს უმკაცრესი სანქციების დაწესებით დაემუქრა, თუ თეირანი კურსს არ შეიცვლის.
მანამდე, 8 მაისს დონალდ ტრამპმა ირანთან ბირთვული შეთანხმებიდან გასვლის შესახებ განაცხადა.