აშშ-მა ირანის საგარეო საქმეთა მინისტრს ვიზის გაცემაზე უარი უთხრა
აშშ-მა ირანის საგარეო საქმეთა მინისტრს ვიზის გაცემაზე უარი უთხრა

აშშ-მა ირანის საგარეო საქმეთა მინისტრს ვიზის გაცემაზე უარი უთხრა. მუჰამედ ჯავად ზარიგი ნიუ იორკში გაერო-ს უშიშროების საბჭოს სხდომაზე გეგმავდა ჩასვლას.

1947 წლის შეთანხმების მიხედვით აშშ ვალდებულია უცხოელ დიპლომატებზე გაერო-ში ჩასასვლელად ვიზა გასცეს, თუმცა ვაშინგტონში აცხადებენ, რომ მათ შეუძლიათ გამონაკლისი დაუშვან და უარი თქვან ვიზის გაცემაზე „უსაფრთხოების, ტერორიზმის და საგარეო პოლიტიკური“ მიზეზებით. გაერო-ს პრესსპიკერმა მომხდართან დაკავშირებით კომენტარის გაკეთებაზე უარი თქვა.

გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომა, რომელზეც ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი აპირებდა ჩასვლას 9 იანვარს უნდა გაიმართოს.