აშშ-მა ირანის საგარეო საქმეთა მინისტრს ვიზის გაცემაზე უარი უთხრა
BERLIN, GERMANY - JUNE 27: Iranian Minister of Foreign Affairs Mohammad Javad Zarif and German Foreign Minister Sigmar Gabriel (not pictured) speak to the media following talks on June 27, 2017 in Berlin, Germany. The two men discussed bilateral relations as well as the Iran nuclear agreement, which eases international sanctions against Iran in exchange for commitments by Iran on its nuclear program. (Photo by Sean Gallup/Getty Images)
აშშ-მა ირანის საგარეო საქმეთა მინისტრს ვიზის გაცემაზე უარი უთხრა. მუჰამედ ჯავად ზარიგი ნიუ იორკში გაერო-ს უშიშროების საბჭოს სხდომაზე გეგმავდა ჩასვლას.
1947 წლის შეთანხმების მიხედვით აშშ ვალდებულია უცხოელ დიპლომატებზე გაერო-ში ჩასასვლელად ვიზა გასცეს, თუმცა ვაშინგტონში აცხადებენ, რომ მათ შეუძლიათ გამონაკლისი დაუშვან და უარი თქვან ვიზის გაცემაზე „უსაფრთხოების, ტერორიზმის და საგარეო პოლიტიკური“ მიზეზებით. გაერო-ს პრესსპიკერმა მომხდართან დაკავშირებით კომენტარის გაკეთებაზე უარი თქვა.
გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომა, რომელზეც ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი აპირებდა ჩასვლას 9 იანვარს უნდა გაიმართოს.