აშშ-მა გაერო-ს უშიშროების საბჭოს წევრ სახელმწიფოებს ირანის წინააღმდეგ სანქციების დაწესებისკენ მოუწოდა
ამერიკის შეერთებულმა შტატებმა გაერო-ს უშიშროების საბჭოს წევრ სახელმწიფოებს ირანის წინააღმდეგ სანქციების დაწესებისკენ მოუწოდა.
საერთაშორისო ორგანიზაციაში აშშ-ის მუდმივი წარმომადგენლის მოადგილემ, ჯონათან კოენმა განაცხადა, რომ შტატები ირანის მხრიდან მომდინარე საფრთხის წინააღმდეგ ზომების მისაღებად საბჭოს წევრებთან თანამშრომლობისთვის მზად არის.
ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ ირანმა ურანის გასამდიდრებელი სადგური ილდე აამუშავა. ამის შესახებ ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტომ განაცხადა. ორგანიზაციის ცნობით, სადგურ ილდეზე ფტორიდი UF6-ის წარმოებისთვის განკუთვნილი სადგური და ურანით გამდიდრებისთვის არსებული ცენტრიფუგა წარმოებაში ჩაეშვა.
აღსანიშნავია, რომ სადგურის ამუშავებით ირანის ბირთვულ საკითხთან დაკავშირებით არსებული შეთანხმება არ ირღვევა, რადგან დოკუმენტის თანახმად დაშვებული ურანის გამდიდრების ზღვარს ისლამური რესპუბლიკა ჯერჯერობით არ სცდება.