აშშ-მა და პოლონეთმა უკრაინის ომის შესახებ კრემლის დეზინფორმაციასთან ბრძოლის ცენტრი გახსნეს
აშშ-მა და პოლონეთმა უკრაინის ომის შესახებ კრემლის დეზინფორმაციასთან ბრძოლის ცენტრი გახსნეს

აშშ-მა და პოლონეთმა უკრაინის ომის შესახებ კრემლის დეზინფორმაციასთან ბრძოლის ცენტრი გახსნეს. ინფორმაციას „ასოშიეთიდ პრესი“ ავრცელებს. ცენტრის მისიაა, დაეხმაროს უკრაინას რუსული დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლაში.

ჯგუფში, რომელმაც მუშაობა დღეს დაიწყო, 12 ქვეყნის წარმომადგენელი შედის, მათ შორის, კანადა, საფრანგეთი, გერმანია, ფინეთი, იტალია, ნატო-ს რამდენიმე სხვა წევრი და უკრაინა.
ჯგუფის მიზანი რუსული დეზინფორმაციული კამპანიების გამოვლენა და გაუქმება იქნება.

„ინფორმაციულ ომში გამოწვევა მხოლოდ იმის ცოდნა არ არის, თუ რას აკეთებენ რუსები, არამედ იმის გარკვევა, თუ რა არის საუკეთესო გზები მის წინააღმდეგ საბრძოლველად“, – ამბობენ ცენტრში.