აშშ-მა „თრაიდენტ II“ ტიპის ბალისტიკური რაკეტა გამოსცადა.
ინფორმაციას ქვეყნის სამხედრო-საზღვაო ძალები ავრცელებს.
მათივე ცნობით, გამოცდა კალიფორნიის სანაპიროსთან, წყალქვეშა ხომალდ „ოჰაიოდან“ განხორციელდა, რის შედეგადაც რაკეტის ოპერატიულ მახასიათებლებთან დაკავშირებით არსებული მოლოდინები დადასტურდა.
„თრაიდენტ II“ ერთ-ერთი რაკეტაა, რომლის ბირთვული ქობინით აღჭურვაც შესაძლებელია.
„თრაიდენტ II“-ს გახანგრძლივებული აქვს ექსპლუატაციის ვადა. ტესტირებით საზღვაო ძალებმა მის საიმედოობაზე, სიზუსტესა და სტრატეგიულ მახასიათებლებზე დამატებითი მონაცემების მიღება შეძლეს“, – ნათქვამია სამხედრო-საზღვაო ძალების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.