აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ ნატო-სა და აღმოსავლეთ ევროპის სახელმწიფოების მხარდამჭერი რეზოლუცია მიიღო
აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ ნატო-სა და აღმოსავლეთ ევროპის სახელმწიფოების მხარდამჭერი რეზოლუცია მიიღო

აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ ნატო-სა და აღმოსავლეთ ევროპის სახელმწიფოების მხარდამჭერი რეზოლუცია მიიღო. დოკუმენტში საქართველოზეც არის საუბარი.

დემოკრატებისა და რესპუბლიკელების მიერ მხარდაჭერილ რეზოლუციაში ნათქვამია, რომ ნატო არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი უსაფრთხოების რგოლი, რომელიც აშშ-სა და ევროპას აკავშირებს.

დოკუმენტში წარმომადგენელთა პალატის წევრები მხარდაჭერას უცხადებენ ქართველი, უკრაინელი და მოლდოველი ხალხის დემოკრატიულ მისწრაფებებს.

რეზოლუცია კიდევ ერთხელ ადასტურებს ვაშინგტონის მხარდაჭერას აღმოსავლეთ ევროპისა და ნატო-ს მიმართ. დოკუმენტში დაგმობილია რუსეთის მიერ უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის შელახვა. კონგრესმენები მოუწოდებენ აშშ-ის მთავრობას, რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები იმ დრომდე შეინარჩუნოს, ვიდრე უკრაინის ტერიტორიული მთლიანობა არ აღდგეbა და ყირიმის ოკუპაცია არ შეწყდება. დოკუმენტის ავტორები ხაზს უსვამენ, რომ აუცილებელია რუსეთმა შეასრულოს ე.წ. მინსკის შეთანხმებით ნაკისრი ყველა ვალდებულება.

აღსანიშნავია, რომ ანალოგიური რეზოლუცია 10 ივლისს 97 ხმით 2-ის წინააღმდეგ სენატშიც დაამტკიცეს. დოკუმენტში აშშ-ისა და ნატო-ს მჭიდრო თანამშრომლობის მნიშვნელობაზეა საუბარი.