აშშ-ისა და საფრანგეთის პრეზიდენტებს შორის სატელეფონო საუბარი შედგა, რომლის დროსაც ემანუელ მაკრონი მიესალმა ამერიკის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებას, ჩრდილოეთ კორეასთან მოლაპარაკების პროცესის დაწყების შესახებ. ემანუელ მაკრონი აცხადებს, რომ საერთაშორისო საზოგადეობა მიესალმება ჩრდილოეთ კორეასთან დიალოგის დაწყებას, რომლის მთავარი მიზანიც ფხენიანის ბირთვული განიარაღება უნდა იყოს.
გარდა ჩრდილოეთ კორეისა, ამერიკისა და საფრანგეთის პრეზიდენტებმა ასევე ისაუბრეს საერთაშორისო ვაჭრობაზე, სირიასა და კორეის ნახევარკუნძულზე არსებულ მდგომარეობაზე.
9 მარტს დონალდ ტრამპმა მიკრობლოგ „ტვიტერზე“ დაწერა, რომ კიმ ჩენ ინთან შეხვედრა იგეგმება.